ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

Zugdidi Daily

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 325 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 178 953  გამოჯანმრთელებულია - 148 332  გარდაცვლილია - 1 657 კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 019 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 524 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 918 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #ზუგდიდი zugdididaily