ჩაკეტილი ვართ და რეპეტიციას გადიან, საარჩევნოდ კარგად როგორ ჩაგვკეტონ-ვითარება სვანეთში

Pirveliradio Ge

ჩაკეტილი ვართ და რეპეტიციას გადიან, საარჩევნოდ კარგად როგორ ჩაგვკეტონ,-განაცხადა სვანეთის მკვირდმა. მესტიაში დღეს იმ 800-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელიც ეპიდემიოლოგებმა გუშინ, 12 აგვისტოს აიღეს. ორი დღის წინ აღებული 600 ნიმუშიდან კი კოვიდ 19 მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. შემთხვევა ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები დაწესდა და შესვლა-გასვლა სრულად აკრძალულია. ადგილობრივების თქმით, მათ საკვებთან და მედიკამენტებთან წვდომა არ აქვთ, ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს საკუთარი ძალებით უხდებათ პრობლემებთან გამკლავება. ისინი ეჭვობენ, რომ სვანეთის ჩაკეტვა წინასაარჩევნოდ ხელოვნურად მოხდა, რადგან კარანტინის დაწესების აუცილებლობა არ ყოფილა. „ჩაკეტილი ვართ და რეპეტიციას გადიან, საარჩევნოდ კარგად როგორ ჩაგვკეტონ, არ გვიშვებენ ლენჯერიდან არც იქით, არც აქეთ, ჩამწყვდეული ვყავართ საქონელივით. წინა დღეს მქონდა ჰიპერტენზიული კრიზი, 300-მდე წნევა, სასწრფომ ძლივს დამიგდო, წამლებიც არ მქონდა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან" საუბარში. მათი თქმით, ადგილებზე, სადაც ტესტირებები ტარდება, არანაირ დისტანციას არ იცავენ. წყარო: „მთავარი არხი"