ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19 სოფელ გომაროს, უდისა და ჭეჭლის მკვიდრთ დაუდასტურდათ.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, გომაროელი მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.
"სულ სხვა ჩივილებით შეიყვანეს კლინიკაში, მაგრამ შემოწმების შედეგად კოვიდ-19 დაუდგინდა. ეს უკვე ადიგენში დადასტურებული მე-11 შემთხვევაა", - აცხადებს გიორგი მიქელაძე.
ამ დრომდე კოვიდ-19 ადიგენის მხოლოდ ორ სოფელში - უდესა და ჭეჭლაში - მცხოვრებ 8 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30859247.html
#ახალი_ამბები
#twitter