ID ბარათებისა და ბიომეტრიული პასპორტების გაცემა განახლდა

Tbilisi Daily

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ID ბარათების და ბიომეტრიული პასპორტების გაცემა განაახლა, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი დაჩქარებული წესით გაცემა შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში, 10 დღეში მიიღებს. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. #ბიომეტრიული #პასპორტი #ID #საგანგებომდგომარეობა #tbilisidaily