შეზღუდვები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება - ნათია მეზვრიშვილი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით ის შეზღუდვები, რომლებიც კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დაწესდა საარჩევნო კამპანიას და პროცესებს არ ეხება. 'მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დავაწესეთ 200 კაციანი შეზღუდვა ეს რა თქმა უნდა არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ გვსურს მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები რაც გულისხმობს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას და ყველა იმ ადგილას სადაც პირბადეებისტარება სავალდებულია ეს წესები მაქსიმალურად დაიცვან'-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.