ბათუმში საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს Covid19 დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. "საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ ბანკის ორივე თანამშრომელი საკონდიტრო მაღაზია „დონაში“ იმყოფებოდა. ,,ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ Covid 19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“ #ახალიამბები