კლებადი კოვიდსტატისტიკა აჭარაში
Batumi Daily
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
რეგიონში Covid-19 კიდევ 290-მა პაციენტმა დაამარცხა. დღემდე გამოჯანმრთელებულია 29 884 მოქალაქე.
გასულ ღამეს კლინიკა 47-მა პაციენტმა დატოვა.
ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე 33 პაციენტი იმყოფება. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 568 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში - 601, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 1761.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში