სოხუმში გააპროტესტეს ასლან ბჟანიას იდეა საქართველოსთან მოლაპარაკების ახალი ფორმატის შექმნის შესახებ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დე-ფაქტო აფხაზეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა ოპოზიციურმა ძალამ, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“ (ომი), რომელიც ქართულ-აფხაზურ სამხედრო კონფლიქტში მონაწიელ აფხაზ ვეტერანებს აერთიანებს, მოუწოდა სოხუმის ხელისუფლებას, რათა საგარეო პოლიტიკის შესახებ ახალი კონცეფციიდან ამოიღოს პუნქტი საქრატელოსთან მოლაპარაკების დამატებითი ფორმატის შესახებ. ოპოზიციური გაერთიანების მიმრთვაში ნათქვამია, რომ ეს დოკუმენტი დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „საკუთარი კაბინეტში მშვიდად“ მიიღო. „აფხაზეთი უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები მრავალდონიანი მოლაპარაკებების ფორმატის შექმნისთვის საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარესთან ერთად განიხილება საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, რომელთა მოგვარება ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, - ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ, ასლან ბჟანიას, კონცეფციაში, როემლიც 4 დეკემბეს გამოქვეყნდა. სოხუმის ოპოზიციის აზრით, აღნიშნული პუნქტი, მისი განხორციელების შემთხვევაში, მეორე პლანზე გადაწევს ჯენევის დისკუსიას, რომელიც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად 2008 წლიდან გრძელდება. 10-11 დეკემბერს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი იმართება. საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების გარდა, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე მომლაპარაკებლები დე ფაქტო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.. https://www.radiotavisupleba.ge/a/30995839.html #ახალი_ამბები #twitter