საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის საქართველოს მხარდაჭერისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს მეგობრებს - ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას მადლობა გადაუხადა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების განხილვის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. განხილვა შედგა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან მე-12 წლისთავის გამო. დავით ზალკალიანი 8 სახელმწიფოს მადლობას უხდის მოწოდებისთვისაც, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებები. გაეროს უშიშროების საბჭომ 5 აგვისტოს, დახურულ სხდომაზე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სხდომის შემდეგ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს ესტონეთმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ირლანდიამ და ნორვეგიამ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30769014.html #ახალი_ამბები #twitter