გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია, სპეციალურად გააკეთა ეს, რომ გადარჩეს - გოგი თოფაძე ჟვანიაზე

Pirveliradio Ge

გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია, სპეციალურად გააკეთა ეს, რომ გადარჩეს - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათი ოჯახი ჟვანიებთან მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებს. "ის კაცი ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ მოვარდა საავადმყოფოში დილის 9-ის ნახევარზე. შევარდა კლინიკაში, გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია, მერე საღამოს კიდე მოვიდა, ექიმიც მოიყვანა. კიდე დაწვა საავადმყოფოში და საავადმყოფოდან წაიყვანეს. სპეციალურად გააკეთა ეს, რომ გადარჩეს", - ამბობს თოფაძე. რაც შეეხება მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ლევან თოფაძე მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. "მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. ველაპარაკე რამდენიმე წუთი და მერე გამომიშვეს. მერე ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის მუხლი ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ჩემი შვილი კინაღამ მოკლეს. მან უნდა აგოს პასუხი. მით უმეტეს ეს პირველი შემთხვევა არ არის. არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავალთ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.