რესტორატორთა ასოციაცია მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ენერგოტარიფების ზრდა და 2021 წელს რესტორატორთა სექტორში მოსალოდნელი კრიზისი, ამ თემებზე ისაუბრა დღეს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ, მან აღნიშნა რომ გაზრდილი ელექტროენერგიისა და წყლის გაძვირება აისახება ბიზნეს სექტორზე, გაიზრდება ადგილზე წარმოებული და შემოტანილი პროდუქციის ღირებულება. იმ შემთხვევაში თუ რესტორნები არ განაახლებენ მუშაობას 15 იანვრამდე და დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდება თებერვლამდე, ნაცვლად რესტორნების 50%სა მხოლოდ 10% მოახერხებს მუშაობის განახლებას. შოთა ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, მხოლოდ რესტორნების ქსელიდან 120 000მდე მოქალაქემ მოითხოვა სახელმწიფო დახმარება.