ათონის მთის მონასტერში მოღვაწე კიდევ სამ ბერს COVID-19 დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140410 ათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი დიდ ბრიტანეთში იმ ბერთან ერთად მოგზაურობდნენ, რომელსაც COVID-19 29 მარტს დაუდგინდა. მათი ასაკი 40-დან 55 წლამდეა. ისინი ის სალონიკში, AHEPA-ს ჰოსპიტალში მკურნალობენ. დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი კარანტინში იყვნენ. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 მარტს დაიხურა.