3 ფაქტი ქალაქ გორზე, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

Gori Daily

ქალაქის სტატუსი გორმა მიიღო 1801 წელს სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი მეშვიდე საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს. რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. 2014 წელს მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რომელიც 3 წელი შეუნარჩუნდა. ქალაქი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა დახმარებით ქალაქს ოსები დაეუფლნენ. ქალაქის გათავისუფლება რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მეფე გიორგი ბრწყინვალემ შეძლო. მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოდან ქალაქი რამდენჯერმე აიღეს დამპყრობლებმა (სპარსელებმა და ოსმალებმა). უცხოელებისაგან გათავისუფლება მეთვრამეტე საუკუნეში მოხერხდა. ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც მეჩვიდმეტე საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში, მნიშვნელოვან ცნობებს გვაძლევს ქვეყანაზე მან თავის თხზულებაში გორიც აღწერა. „გორი პატარა ქალაქია და მისი ციხეც სიძლიერით არ გამოირჩევა. ციხეში სპარსული გარნიზონი დგას. მოსახლეობა ვაჭრობას მისდევს. არის დახურული ბაზრები. ყველაფერი იშოვება და იაფადაც“, - ამბობს შარდენი ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: #საინტერესო #გორი #საინტერესოფაქტები #goridaily წყარო - radiomosaic