62 წლის მარნეულელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
Tbilisi Daily
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ორი მარნეულელი პაციენტი გაწერეს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლალი ტურტელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაწერილებს შორის არის 62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის გამოც მკაცრი კარანტინი გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.
"დადიოდა ლეგენდები, რომ იგი გარდაიცვალა, ძალიან დამძიმდა, რომ კვდება. ნამდვილად უმძიმესად იყო, მაგრამ დღეს ეს ქალი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი კორონავირუსისგან".
ლალი ტურძელაძემ ასვე აღნიშნა, რომ მეორე პაციენტი 55 წლისაა და მარნეულელი ქალის ოჯახის წევრია.
#კორონავირუსი
#პანდემია
#პაციენტი
#გამოჯანმრთელებული
#tbilisidaily