"ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში"

On.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები Facebook-ს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ სოციალური მედიის გიგანტის ხელმძღვანელებს, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად. https://on.ge/story/58896-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-facebook-%E1%83%A1  43 წუთის წინ ინტერნეტი პოლიტიკა საზოგადოება მედია Sci-Tech ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში — სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი Facebook-ს  ფოტო: SEAN GALLUP / GETTY IMAGES 81წაკითხვა9გაზიარება   არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები Facebook-ს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ სოციალური მედიის გიგანტის ხელმძღვანელებს, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად. განცხადების ხელმომწერებს შორის, სხვა მედიებთან ერთად, არის On.ge-ც. "ჩვენ — საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ ფეისბუქზე დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს", — წერია განცხადებაში. #News