მე-11 ქვეითი ბატალიონი GDRP-ის დასკვნით წვრთნას გადის

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი მზადყოფნის პროგრამის დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის. სწავლების მიზანია, ბატალიონმა ბრიგადასთან კოორდინაციით ასეულის დონის საბრძოლო სროლების დაგეგმვა, აღსრულება, კონტროლი და შეფასება შეძლოს. პროცესი ამერიკელ პარტნიორთა მენტორობით ხორციელდება.