ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა, ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ზელენსკი სამხედროების წინაშე გამოვიდა, მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეესბ უკრაინის მხარდაჭერისთვის. "ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მშვიდობისთვის მთელ ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ზელენსკიმ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოსვლისას. ზელენსკიმ თქვა, რომ შეერთებული შტატებისგან მიღებულ რეაქტიულ საარტილერიო სისტემა HIMARS-ს კიევისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სააგენტო როიტერსის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენკის ქალაქის მცხოვრებლები უკრაინის დროშებით შეეგებნენ, ზოგ მათგან თან ბავშვებიც ახლდა. ზელენკიმ განაცხდა, რომ ის ბედნიერია ხალხის რეაქციის გამო, რადგან მათი რეაქცია დადგმული არაა. ჟურნალისტების კითხვაზე, საით წავა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ზელენკის უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ სხვა ქვეყნების ტერიტორიები არ გვაინტერესებს", - თქვა მან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ. ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი. https://www.radiotavisupleba.ge/a/32129853.html

Source: radiotavisupleba.ge