სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა
Tbilisi Daily
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კვლავ კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა განმარტავს, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობს. იგი საკუთარ ვილაზე თვიტიზოლაციაში იმყოფება.
83 წლის ბერლუსკონის კორონავირუსი პირველად 3 სექტემბერს დაუდასტურდა და ის მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ფილტვების ანთებით მოათავსეს. მან 14 სექტემბერს კორონავირუსი დაამარცხა და საავადმყოფო დატოვა.