რა განსხვავებაა UX და CX შორის?

0

UX/UI დიზაინ ინდუსტრიაში არც თუ ისე ხშირად გვესმის ახალი ტერმინი CX.

ჯერ გავიხსენოთ რას ნიშნავს UX? ანუ User experience

UX არც თუ ისე ახალი ტერმინია და განისაზღვრება იმით, თუ როგორ ურთიერთქმედებს ადამიანი პროდუქტთან: პროგრამასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან ვებსაიტთან. პროდუქტის დიზაინი და მისი ინტერფეისი (გამოყენებადობა, ნავიგაცია, ინფორმაციული იერარქია, არქიტექტურა და ა.შ.) ეს ყველაფერი მუშაობს მომხმარებლის გამოცდილებაზე, რაც მას პოზიტიურს ან უარყოფითს ხდის. შესაბამისად, UX დიზაინი არის ინტუიტიური, მარტივი და სასიამოვნო მოხმარების პროდუქტი, რომლებიც მომხმარებლის პრობლემებს ყველაზე მოსახერხებლად წყვეტს და აჩვენებს როგორ მუშაობს ბიზნესი დიჯიტალ სივრცეში, რაც ასახავს პროგრამის ფუნქციურობასა და გამოყენებადობას.

სადაც გათვალისწინებულია:

ჰიპოთეზები. მარკეტინგული სტრატეგია. გამოყენებადობა. ბაზრის კვლევა. მომხმარებლის ფსიქოლოგია. და სხვა ფაქტორები ...

PS:

კარგი UX დიზაინი მნიშვნელოვანია, რადგან ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს გარკვეულ წამებში შეაფასოს თქვენი ვებ გვერდი ან აპლიკაცია:

ეხლა განვიხილოთ რას ნიშნავს არც თუ ისე ნაცნობი CX? ანუ Customer experience.

CX ბევრად უფრო ფართო კონცეფციაა და განისაზღვრება იმით, თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი მთლიანობაში კომპანიასთან და არა მხოლოდ მის პროდუქტებთან. ამრიგად, მომხმარებელთა გამოცდილება ზოგადი ტერმინია, რომელიც მოიცავს მომხმარებელთან ყველა არხსა და შეხების წერტილს, და ამის მიღმა იმალება ის, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ორგანიზაციას და მის მომსახურებას მთლიანობაში.

სადაც გათვალისწინებულია:

Overall satisfaction - რამდენად კმაყოფილები არიან მომხმარებლები კომპანიასთან ურთიერთქმედებით. Net Promoter Score, NPS - რამდენად გაუწევენ რეკომენდაციას კომპანიის პროდუქტს. Loyalty - დიდი ალბათობა იმისა, რომ მომხმარებლები გააგრძელებენ თქვენი პროდუქტის გამოყენებას.

აქედან დასკვნა:

UX არის ერთ – ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას მთლიან CX– ზე. და ბიზნესის საერთო წარმატება დამოკიდებულია ამ ორივე ფაქტორზე. აქედან რომელიმე ერთის ნაკლოვანება ამცირებს მომსახურების ხარისხს. ამიტომ კომპანიებმა მუდმივად უნდა გააუმჯობესონ როგორც UX ასევე CX, რათა დარჩნენ კონკურენტუნარიანები და გაახარონ თავიანთი მომხმარებლები.
#დიზაინი
.
#UX
.
#UI
#CX
0