რომაელთა არმიის სტრუქტურა

0
რესპუბლიკის დასაწყისში არმიას უაღრესად მარტივი სტრუქტურა ჰქონდა. ჯარისკაცები ცენტურიებად იყვნენ დაყოფილნი. ყოველ ცენტურიას 100 კაცი შეადგენდა. მოგვიანებით, როცა არმია გაიზარდა, ჯარისკაცები გაცილებით დიდ საბრძოლო ერთეულებად, ლეგიონებად დაიყო. თოთოეული ლეგიონი დაახლოებით 4200 კაცისაგან შედგებოდა და თავის მხრივ, 120 კაციან ჯგუფებად მანიპულებად იყოფოდა. არმიის ორგანიზებამ თავის მწვერვალს იმპერიის დროს მიაღწია. არმია ქმედითი იყო, რადგან ყოველი ლეგიონი უამრავ მცირე, მაღალდისციპლინებულ ჯგუფად იყოფოდა. კონტუბერნიუმი (8 კაცი) - რვა ჯარისკაცისაგან შემდგარ ჯგუფსკონტუბერნიუმი ერქვა. კონტუბერნიუმის წევრებს ლაშქრობისა ერთ კარავში ეძინათ და ყაზარმაშიც ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ცენტურია (80 კაცი) - ათი კონტუბერიუმი (80კაცი) ცენტურიას შეადგენდა. იმპერიის ხანის ცენტურია რესპუბლიკის ხანისაზე პატარა და ადვილად სამართავი იყო. ცენტურიას რესპუბლიკის ხანაში 100-კაციანი შემადგენლობის გამო დაერქვა ეს სახელი. კოჰორტა - როგორც წესი, 6 ცენტურიისაგან შედგებოდა (480 კაცი), მაგრამ ყოველი ლეგიონის პირველ კოჰორტაში 10 ცენტურია (800 კაცი) შედიოდა. ეს დამატებული ხალხი მზარეულები და მწერლები იყვნენ, რომლებიც, როგორც წესი, არ იბრძოდნენ. ლეგიონი (6000 კაცი) - ლეგიონი 10 კოჰორტისაგან შედგებოდა, რომელთაგან ცხრაში 450, ხოლო ერთში 800 კაცი ერთიანდებოდა. ამას გარდა, ყოველ ლეგიონს ასზე მეტი ცხენოსანი შიკრიკი, მშენებლები, ინჟინრები, ექიმები და კატაპულტის ოსტატი ჰყავდა. სულ რომის არმიაში 25-დან 35- მდე ლეგიონი იყო. - სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობისა. იმპერიის ხანის არმიაში ბევრი სხვადასხვა წოდების ჯარისკაცი იყო. ლეგატი - გამოცდილი ოფიცერი, ლეგიონის მეთაური. ტრიბუნი - ლეგატის დამხმარე ოფიცერი. ყოველ ლეგიონში 6 ტრიბუნი იყო. პრეფექტუს კასტრორუმი - უფროსი ოფიცერი. მას ლეგიონის წვრთნა და ორგანიზება ებარა. პრიმუს პილუსი - ლეგიონის უფროსი ცენტურიონი. ცენტურიონი - ცენტურიის მეთაური. ლეგიონერი - ფეხოსანი ჯარისკაცი. მხოლოდ რომის მოქალაქეს შეეძლო ლეგიონერობა. კავალარისტი - ცხენოსანი ჯარისკაცი. დაქირავებული ჯარისკაცი - არმიაში მებრძოლი არამოქალქე. ყოველ ლეგიონს ყავდა დაქირავებულ ჯარისკაცთა ჯგუფები. კორნიცენე - მებუკე, რომელიც ბრძოლის დროს სიგნალს იძლეოდა. სიგნიფერი - მედროშე, რომელსაც ცენტურიის ალამი ეკავა. აკვილიფერი - მედროშე, რომელსაც ლეგიონის ძვირფასი ოქროს არწივი ეჭირა. წყარო: მკითხველთა ლიგა რომი
Rome
არმია
Army
Mediterranean
რესპუბლიკა ლეგიონი ცენტურია
0