სამი საუკეთესო ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

0
გამარჯობათ? დიდი ხანია თქვენთვის ჩემი საყვარელი რეცეპტები არ გამიზიარებინა, ამიტომ დღეს გადავწყვიტე თქვენთვის სამი ყველაზე კარგი ნიღაბი გამეზიარებინა რაც დაგეხმარებათ თმის ცვენის შესაჩერებლად✨

ნიღაბი 1

ალოეს წვენი თმისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი წამალია, რომელიც მას ცვენისგან და გამელოტებისგან იცავს. 50 გრ კონიაკი ოდნავ გაათბეთ. შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ. ამის შემდეგ ძირებზე წაისვით.

ნიღაბი 2

დარიჩინი ყველაზე დადებითად იმოქმედებს თავის კანზე და თმის მდგომარეობაზე. აურიეთ 1 სუფრის კოვზი დარიჩინის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. მასა მთელს თმაზე გაანაწილეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის მანძილზე და შამპუნის მეშვეობით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი 3

თმების სილამაზე ორგანიზმში ამ ვიტამინების შემცველობაზეა დამოკიდებული. მათი ნაკლებობის შევსება აფთიაქში მისაღებ ფასად შეგვიძლია. ვიტამინების შინაგანი მიღების შემდეგ, სამკურნალო ნიღაბი დაამზადეთ. აიღეთ 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი, ჭიქის მეოთხედი წყალი, 1 კვერცხის გული, 30მლ Burdock ზეთი (სურვილისამებრ)1 ჩაის კოვზი ვიტამინი A და 1 ჩაის კოვზი ვიტამინი E. აურიეთ მდოგვი წყალში და დაამატეთ სხვა კომპონენტები, სულ ბოლოს ვიტამინები. მიღებული მასა მთელს თმის სიგრძეზე გაინაწილეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ძირებს. გაიჩერეთ ნიღაბი 40-60 წუთის მანძილზე, შემდეგ შამპუნის მეშვეობით დაიბანეთ.
#თავისმოვლა
#თმისმოვლა
#დაამზადეთთქვენით
#selfcare
#haircare
Tbilisi
0