"ის მეორე სართულიდან ჩამოვარდა.." - ვითარება ახალსოფელში

0
ახალსოფელში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან 2 სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა კი მძიმეა და მათ შესაბამისი სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ. ხანძრის ჩაქრობის დროს ასევე დაშავდა მეხანძრე-მაშველი. ის მეორე სართულიდან ჩამოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებული მეხანძრე კლინიკა “მედინაში” გადაიყვანა. აფეთქებისას ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და წინა ფასადი. ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი დროებითი ფართი უკვე შესთავაზეს. თუ რა სახის დახმარება გაეწევათ მათ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი და სპეციალური კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი. სოკარ გაზში აცხადებენ, რომ სურმანიძეების ოჯახი, სადაც აფეთქება მოხდა მათი აბონენტია, თუმცა დამატებითი წერტილების დაქსელვის შესახებ არსებობს კითხვის ნიშნები. ფაქტზე გამოძიება 240 - ე მუხლით დაიწყო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში
0