ელ გუახე, ანუ დავიდ ვილია

0
ბარსელონას დიდების ეპოქაში უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყოლია, ჰყოლია დიდებულები დიდებულთა შორის და ვინ შეიძლება გაგვახსენდეს მათ შორის თუ არა, დავიდ ვილია? ესპანელი ფორვარდი, რომლის თამაშიც გამორჩეული იყო სხვათა შორის, მისი ქარიზმით, ჟინით და სიყვარულით თავისი საქმის მიმართ, შესაბამისად არც ყურადღების გარეშე ჩაუვლია მის ამ სიყვარულს, როგორც თავად უყვარდა ფეხბურთი, ისე შევიყვარეთ სხვადასხვა თაობის გულშემატკივრებმა "ელ გუახე" თავის უცნაური წვერით. ვილიამ ბარსას ღირსება 2010-13 წლებში დაიცვა და 48 გოლიც გაიტანა, ყველა თავის ესთეთიკით და კლასით, რაც თან დაჰყვებოდა კარიერის მანძილზე. შეუძლებელია დაივიწყო მისი ულამაზესი და საჭირო გოლები, რომლებიც გაჰქონდა ბარსასთვის.
გაჰქონდა ყველა გულშემატკივრისთვის! ბავშვობის ტრავმის მიუხედავად მოახერხა და გახდა ლეგენდა. მხოლოდ ბარსელონაში მან 8 საკლუბო ტიტული მოიპოვა და ოქროს ასოებით ჩაწერა ბარსას ისტორიაში თავისი სახელი_დავიდ ვილია. ბოლოს კი გიტოვებთ ვილიას საუკეთესო გოლებს 2010-13 წლებში, ბარსასა და ესპანეთის ნაკრებში🔵🔴
#დავიდვილია
#ბარსელონა
#ისტორია
#ლეგენდა
#ლალიგა
0