კლასიკური ფოკაჩა პომიდვრით

0

ინგრედიენტები 2 ფოკაჩასთვის

660გ ფქვილი 440მლ წყალი 25გ საფუარი 15გ მარილი 1ჩ/კ შაქარი 50გ ზეითუნის ზეთი

მომზადება

წყალში გახსენით შაქარი და საფუარი, დაამატეთ ფქვილს და მოზილეთ ცომი. როცა ცომი შეიკვრება დაამატეთ მარილი და ზეთი. ცომს ზეთის დახმარებით მიეცით ფორმა და გადაიტანეთ ცხიმწასმულ თასში. დატოვეთ ცომი 3 სთ.  გაყავით გაფუებული ცომი ორად.  მიეცით ფორმა და დატოვეთ 30წთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე შეფუთული.
გააბრტყელეთ ცომი ხელის დახმარებით , დაასხით წყლის და ზეთის  ემულსია , დაჩხვლიტეთ თითებით, მოეყარეთ ინგრედიენტები და დატოვეთ კიდევ 30წთ გამოცხობამდე. გამოაცხეთ 220° ზე 20წთ
#ფოკაჩა
#კლასიკურიფოკაჩა
#პომიდორი
#იტალიურიკერძები
#გემრიელი
#culinary
#food
0