ბათუმის ცენტრალური ქუჩები ცალმხრივი იქნება

0
სექტემბრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩა ცალმხრივი გახდება. ამისთვის ბათუმის მერიას ახალი BUS LINE-ის სისტემისთვის მორგებული გეგმა აქვს შემუშავებული, რაც ცენტრალური ქუჩების გადაკეთებასაც გულისხმობს. ცალმხრივი ხდება გორგილაძიდან ყველა პარალელური ქუჩა პუშკინის ჩათვლით. ასევე, ჭავჭავაძის ქუჩა თავდადებულიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით. აქ საპირისპირო მხარეს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს, ხოლო ხელვაჩაურიდან მომავალი ვერცერთი ტრანსპორტი ვეღარ გადაადგილდება. გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით კი ცალმხრივი ხდება ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები. ფარნავაზ მეფის, გორგასალისა და პუშკინის ქუჩებზე პირიქით, ბარათაშვილის მიმართულებით იქნება მოძროაბა ცალმხრივი. როგორ შეიცვლება მარშრუტები და ზუსტად რა მიმართულებეებით მოუწევთ მოძრაობა საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებს, დეტალები მალე გახდება ცნობილი. #ბათუმი #ტრანსპორტი #ქუჩები #აჭარა #batumidaily
0