"30 ივნისამდე თურქეთი უნდა დატოვოთ" - საელჩო

0
საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადების მიხედვით, იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყნიდან წასვლა ვერ მოახერხეს, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანა უნდა დატოვონ.

''საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1 ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები''

- წერია განცხადებაში. #თურქეთი #სარფი #საელჩო #ბათუმი
#batumidaily
0