სრული აბსურდი და დეზინფორმაცია!!!-გერმანიაში მყოფი ქართველი ექიმი მედიას მიმართავს

0
#სრული
#აბსურდი
და
#დეზინფორმაცია
!!! - ასე მიმართავს ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი მედიას. ის წლებია გერმანიაში მუშაობს და პანდემიის პერიოდში უშუალოდ კოვიდინფიცირებულებს მკირნალობს. ქართველი ექიმი არასეორი ინფორმაციის გავრცელებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც თითქოს გერმანელმა ექსპერტებმა კვლევებისას დაადგინეს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა მხოლოდ 0.03% -ია.
‼️ასეთ რთულ სიტუაციაში არ ვიცი, რომელი უფრო დანაშაულია, ექიმმა რომ პაციენტს შხამი მისცეს წამლის ნაცვლად თუ ჟურნალისტებმა სენსაციური დეზინფორმაცია ავრცელოთ?? მე ერთი შემომაკვდება და თქვენ ალბათ მილიონი!!! ❗️❗️❗️❗️❗️ ყველა ჟურნალისტს არ ეხება საბედნიეროდ❗️❗️❗️❗️❗️ ‼️ჟურნალისტებო ექიმების შემდეგ პირველები ხართ ასეთ სიტუაციაში, ვინც ხალხს ეხმარება ან აზარალებს და თუ ასე გააგრძელებთ პანდემიის ბოლოს ფსიქიკა შერყეული ერი გვეყოლება!!! ‼️ თუ ასე გააგრძელებთ, ხალხს ძალიან გაუჭირდება სიმართლის და ტყუილის გარჩევა, უკვე ბევრს უჭირს და ასეთ შემთხვევაში რაიმე ღონისძიების გატარება შეუძლებელი გახდება. ამის მაგალითები უხვად გვაქვს ახლო სამეზობლოშიც! ‼️ ჟურნალისტებო სენსაციური სათაურების დრო არ არის, უფრო სწორად სირცხვილი და ხალხის ღალატია!! ✅ ეხლა კი რაც კონკრეტულად ამ სტატიას შეეხება: მოძველებული ინფორმაციის შესახებ გსმენიათ რაიმე? ეს მარტის დროინდელი ინფორმაციაა და მაშინაც კი გერმანიაში არავის გაუზირებია! პროფ. შტრიკის აზრებს გერმანიაში ზოგადად ამ პანდემიის მართვაში არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება! ბევრად კომპეტენტური ხალხია ჩართული და მათი აზრები რომ გეთარგმნათ ბევრად სასარგებლო იქნებოდა... ❗️1. ტყუილია რომ გაკვეთის შედეგად ვირუსის აღმოჩენა ვერ მოხერხდა!!! ვირუსი მიკროსკოპულად ყველა ორგანოში, ქსოვილსა თუ სითხეშია აღმოჩენილი (გული, თირკმელი, ტვინი, ფილტვი, კუჭ-ნაწლავი, შარდი, განავალი, სპერმა), ყველგან!!! ❎ რაც შეეხება ბ-ნი შტრიკის იმ განცხადებას, რომ მის მიერ გაკვეთილ გვამებში ვირუსი ვერ ინახა, შეგახსენებთ ეს მხოლოდ დასაწყისში რამოდენიმე გაკვეთაზეა საუბარი. ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა! ვირუსი შეიჭრება ორგანიზმში, გამოიწვევს კოვიდ-19-ს და რამდენიმე დღეში ორგანიზმში აღარ არის, თუმცა მის მიერ გამოწვეული პროცესები და დაავადება გრძელდება. თუ ასეთი ადამიანი თვეების შემდეგ გარდაიცვლება, რა თქმა უნდა მის ორგანიზმში ვირუსი აღარ იქნება! ❗️2. ხშირად მომდის კითხვა, თვეების წინ თუ კორონა ჰქონდა და ეხლა გარდაიცვალა, კორონას რატომ მიაწერეს? აქვე განვმარტავ: კორონა, უფრო სწორად SARS-CoV-2 არის ვირუსი, რომელიც ორგანიზმში შეჭრის შემდეგ იწვევს ორგანოების დაზიანებას, ყვეეეელა ორგანო შეიძლება დაზიანდეს და ამ მდგომარეობას ჰქვია CoViD-19 ანუ Corona (Co) Virus (Vi) Diseases (Di) ქართულად დაავადება. ანუ კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადება არის კოვიდ-19. აქედან გამომდინარე თუ ადამიანს მარტში შეხვდა კორონა ვირუსი, რომელმაც კოვიდ-19 გამოიწვია და ეს ადამიანი ივნისში გარდაიცვალა, რა თქმა უნდა გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19-ია! ❗️3. ადამიანებს, რომლებსაც სხვა დაავადებები აქვთ და შეხვდებათ კორონა ვირუსი, მაღალი რისკი აქვთ კოვიდ-19-ის რთული ფორმა განუვითარდეთ. ეს კი არამც და არამც (!!!) არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები იმიტომ გარდაიცვალნენ, რომ არტერიული ჰიპერტონია ან დიაბეტი ჰქონდათ, არა (!!) ამ ადამიანებს შეხვდათ ვირუსი და ამ ქრონიკული დაავადებების გამო განუვითარდათ კოვიდ-19-ის რთული ფორმა. ანუ ვირუსი რომ არ შეხვედროდათ ათწლეულები იცხოვრებდნენ იმ დიაბეტით და ჰიპერტონიით. ამიტომ აქაც გარდაცვალების მიზეზი არის, რა თქმა უნდა კოვიდ-19!!! ✅ დიდი ხანია ამ სტატიას გვერდს ვუვლი, მაგრამ საკუთარი დედაც რომ გამოგიგზავნის, გერმანელი პროფესორი ამბობსოოო, ძნელია იგნორირება... ? -წერს თამარ ჟამურაშვილი ფეისბუქში
0