სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მეშახტეები აქციებს კვლავ მართავენ

0
დღეს ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულნი თავიანთი უფლებების - სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კვლავ შეიკრიბნენ. ისინი შახტაში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად სამსახურეობრივი მოვალობის შესრულებაზე უარს ამბობენ, რადგან თვლიან, რომ ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ინციდენტი 10 ივნისს უკვე მოხდა. მეშახტეები ასევე, ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვენ. როგორც kutaisipost-თან საუბრისას შახტაში დასაქმებულმა ხვიჩა გაბუნიამ განაცხადა, ამ მოთხოვნებს ყველა მეშახტე იზიარებს და ისინი ერთსულოვნები არიან: "იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მოსულები რაღაც ოქმი შეადგინეს და მორჩა. თქვეს, რომ მუშაობის განახლებასთან ერთად შესაძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რასაც არ ვეთანხმებით და მუშაობას არ ვიწყებთ. ასევე, ისევ გაურკვეველია 20%-იანი საშემოსავლოს დარიცხვის საკითხი. ყველანი ერთიანები ვართ და ვიწყებთ ისევ ბრძოლას", - ამბობს ის. ტყიბული აქცია შახტა
kutaisidaily
0