რეისი 97 ის ისტორია

0
რეისი №97 ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა 16–17 წლის ვიყავი. სკოლიდან მოსული უსაქმურობის გამო მამაჩემის ავტოფარეხში ძველ ნივთებში ვიქექებოდი და რამე საინტერესოს ვეძებდი. მამა ყოფილი პილოტი იყო და ავტოფარეხში რას აღარ ნახავდით – ძველ გადამცემებს, რადიოს, ათასგვარ მექანიზმს თუ გამოუსადეგარ ნივთს. ჩემი ყურადღება ძველმა რაციამ მიიქცია. მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვერთობოდით ხოლმე რაციებით. ის გვერდითა სახლში ცხოვრობდა და როცა ღამით დასალევად გვინდოდა ხოლმე გაპარვა, ამით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. რაცია ძალიან ძველი იყო, დაჟანგული. ღილაკს თითი დავაჭირე და ყურთან მივიტანე. ჩემდა გასაკვირად იქიდან შიშინი და ხრიალი მოისმა. დაკვირვებით შევათვალიერე და ისევ დავაჭირე თითი. შიშინი გაძლიერდა და ბოლოს ყურისწამღებ ხმაურად იქცა. შეშინებულმა ხელი გავუშვი და გამოვედი. გავიდა რამდენიმე დღე. მამამ ხელსაწყოების ამოტანა მთხოვა ავტოფარეხიდან. შუქი არ იყო და სანამ მე ფანრით ხელსაწყოების ყუთს ვთხოვდი, რაცია თავისით ჩაირთო. გაისმა კაცის ხმა. “დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ, უკვე გვირაბში შევდივართ” არ გამკვირვებია, ალბათ რომელიმე რადიოს სიხშირე დაიჭირა–თქო გავიფიქრე. რაცია ისევ ახრიალდა. სახლში ასულმა მამას ვუთხარი, რაცია ჩართულია და ვიღაც კაცი ლაპარაკობს თქო. მამამ თქვა ეს შეუძლებელია, რადგან რაცია დაახლოებით 20 წელია აღარ მუშაობდა და ვერც რადიოს სიხშირეებს ვერ დაიჭერდა. მერე კი ისეთი რაღაც თქვა, რამაც ძარღვებში სისხლი გამიყინა. ” ეს რაცია რეის №97–ს ეკუთვნოდა, რომელმაც 20 წლის წინ კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ გადარჩენილა” იმ დღის მერე დაწყევლილ რაციას ახლოსაც არ გავკარებივარ.
0