"ჰეშთეგი" ეთერში დაბრუნდა
Batumi Daily
ორთვიანი პაუზის შემდეგ, აჭარის საზოგადოებისთვის ცნობილი გადაცემა "ჰეშთეგი" აჭარის ტელევიზიის ეთერში 25 მაისს დაბრუნდა. "ჰეშთეგი" მაყურებელს იმით დაამახსოვრდა, რომ რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის სოციალურ საკითხებს მიუკერძოებლად აშუქებდა. გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს გავა.
გადაცემა 23 მარტიდან არ გასულა ეთერში. მართალია, "ჰეშთეგის" ფორმატი ისეა მოწყობილი, რომ პანდემიის პერიოდშიც შეიძლებოდა გადაცემის დისტანციურად წარმართვა, თუმცა არხის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ გადაცემა არ უნდა გასულიყო. ეს გადაცემის წამყვანებმაც აღნიშნეს:
"ვვარაუდობთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტს არ სურდა გვესაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანებს არათუ სახლში დარჩენა, არამედ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ, რომ ათასობით მოქალაქის დასაცავად აქამდე სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია და მათი უდიდესი ნაწილი სახლში უბრალოდ იმის გამო ვერ დარჩებოდა, რომ სახლი ფიზიკურად არ აქვს" - განაცხადა მარიამ ტაკიძემ.
გადაცემაში არ იყვნენ დარწმუნებულები, ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ ღირდა და როდის ღირდა გადაცემის განახლება, თუმცა ბოლოს გადაწყვიტეს.
"ბრძოლა გრძელდება", თქვა ივანე ბაკურიძემ, "ჰეშთეგის" წამყვანმა.
#ჰეშთეგი #აჭარა #ბათუმი #batumidaily