ზაალ უდუმაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოვუწყობთ დახვედრას პატივისცემის გამოხატვის ნიშნად
Tbilisi Daily
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოვუწყობთ დახვედრას, როგორც პატივისცემის გამოხატვის ნიშნად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„სახელმწიფო მდივანს ვხვდებით. როცა ასეთი რანგის დიპლომატი საქართველოში ჩამოდის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწყობთ დახვედრას, როგორც პატივისცემის გამოხატვის ნიშნად. ასევე მთავარ მესიჯებში ყურადღება გამახვილებული იქნება იმ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება. ოპოზიცია 18 ნოემბერს ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას გეგმავს.