0
ბავშვობაში მე და ჩემი ძმის კამათიდან მკაფიოდ მახსოვს ორ თემაზე გაცხარებული დაპირისპირება: 1. "მოტკეცილი" ჯინსი უფრო გამხდარს აჩენს ადამიანს თუ განიერი; 2. ყველასთვის ცნობილ რეკლამაში- "ავდექი და წამოვედი, აზრზე არა ვარ სად ვარ..", ვინ არის ნამდვილი მხატვარი: ვინც აღარ ხატავს თუ ვინც ვეღარ ხატავს. პირველ დაპირისპირებაში მე განიერი ჯინსისკენ ვიყავი, არგუმენტით_ზუსტად არ ჩანს რამხელა ხარ და ხალხსაც უფრო გამხდარი გონიხართქო. ჩემი ძმა "მოტკეცილი" ჯინსისკენ, ქონები იკუმშებაო, ასე მიბათილებდა ჩემს მოსაზრებას. რაც შეეხება მეორე საკამათო თემას, სმენით აპარატს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ჩემი არგუმენტი იყო: ეგზისტენციალური კრიზისის გამო ხელი აიღო მხატვრობაზე და აღარ ხატავსთქო. ჩემი ძმა ამტკიცებდა გარდაიცვალა და ხატვა აღარ შეუძლიაო. დღემდე მეფიქრება ხოლმე რომელი ვიყავით მართალი. ადრე დარწმუნებული ვიყავი ჩემი აზრების სისწორეში, ახლა სასწორი ხან ერთ მხარეს გადაიხრება, ხან მეორე მხარეს. არსებობს კი სიმართლე?))))?‍♀️
0