ბათუმის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილ 2 პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში COVID-19-ით გარდაცვლილი ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის ქალს
ანამნეზში აღენიშნებოდა ინსულტიც, ხოლო 65 წლის ქალს ჰქონდა გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანის გარდაცვალები სთარიღად მითითებულია 4 ოქტომბერი.
აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 52 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30875510.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)