24 საათში ფილიპინებზე კორონავირუსით 5000-მდე ადამიანი დაინფცირდა

Tbilisi Daily

ასული დღე-ღამის განმავლობაში ფილიპინებზე კორონავირუსით 4933 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფილიპინებზე სულ 187 249 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2966 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.