საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია გაგრძელდება - ეკატერინე ტიკარაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 'ასტრაზენეკათი' ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. ამის შესახებგადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროშიგამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. 'დღეს ევროპის წამლის სააგენტოსგან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ, რომ „ასტრაზენეკას“მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ჯგუფმა საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.