კოვიდცნობები ოკუპირებული აფხაზეთიდან

0
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში ბოლო მონაცემებით, 572 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 142 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში 68 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, აქედან 22-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 35 ინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 16 , ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 22, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში კი 46 კოვიდინფიცირებული. აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 9465 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 136, გამოჯანმრთელებულია 7196 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0