რას ფიქრობთ ამ ადამიანებზე?!

0
მაინტრესებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ასაბუთებენ თავიანთ სამუშაოს და დღეს დარჩნენ შემოსავლის გარეშე მათ არსებობა არ უნდათ? მაგალითად, ბაკურიანში, როგორც კურორტზე, სეზონურად უამრავი ადამიანი იყო თვითდასაქმებული, ვიღაც ბურანს აქირავებდა, ვიღაც ცხენით ასეირნებდა დამსვენებელს, ვიღაც კერძო დამხმარედ მუშაობდა და უმრავლესობა კიდევ გარე ვაჭროებას ეწეოდა. აი, ამ ადამიანებს და მსგავსი პრობლემის წინაშე მდგომ ათასობით თვითდასაქმებულს რომლებიც ვერ ასაბუთებენ თავიანთ დასაქმებულობას რა გზას დაადგნონ?! რატომ ამ ადამიანებზე არ ფიქრობს ხელისუფლება. არიან ოჯახები, რომელთაც არც პენსიონერი ყავთ, არც სოციალური დახმარება და მხოლოდ მსგავსი შემოსავალით არსებობდა. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები როგორც ჩანს, მხოლოდ საარჩევნო სტატისტიკაა ამათვის და მეტი არაფერი.
0