იტალიელი მოხალისე სამეგრელოში.
Zugdidi Daily
ანტონიო კარბოტი ევროკავშირის ჰუმანიტარული მოხალისეობრივი პროგრამის იტალიელი მოხალისეა. ის ზუგდიდში, ასოციაცია “მერკურში” , 2019 წლის სექტემბრიდან გენდერული ქსელის კორდინატორად მუშაობს.
ამ დროისთვის ანტონიოს მთავარი მიზანი პანდემიით დაზარალებულთა დახმარებაა და მან ამისთვის კამპანია წამოიწყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით ანტონიო კომენტარს აკეთებს:
“„კოვიდი ყველასთვის იყო მოულოდნელი. უამრავი აქტივობა გქონდა დაგეგმილი, მაგრამ კარანტინმა შეაფერხა ჩვენი მუშაობა. კონტაქტზე ვიყავით ქსელის წევრებთან, ორგანიზაციებთან. მათგან გავიგე, რომ კარანტინის პირობებში, სამეგრელოში მცხოვრებ უამრავ ოჯახს აქვს სერიოზული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური, რადგან შეზღუდული იყო გადადგილება და ვერ მუშაობდნენ ქალები. ქსელის რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ხობს და ანაკლია-განმუხურს, გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა ფანდრაიზინგის კამპანია, რათა დავხმარებოდით ქალებს და ბავშვებს. კამპანია 10 დღიანი იყო. შემდეგ დონორებისგან მიღებული თანხა გადანაწილდა ქსელში შემავალ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზიაციაზე, რომელთაც თავის მხრივ, დახმარება გაუწიეს ბენეფიციარებს.“
სხვადასხვა სახის ნივთები, რომლებითაც ის დაზარალალებულებს ეხმარება ველოსიპედით მიაქვს ადგილობრივებისთვის.
ანტონიო საუბრობს ასევე ემოციებისა და განწყობის განსხვავებულად გამოხატულებაზე, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს დისკომფორტს არ უქმნის.
„აქ ნეგატიური განწყობა არ მიგრძვნია, გარეგნობას თუ არ ჩავთვლით. როცა ხედავენ საყურეს, ვხვდები, რომ ეს ბევრს არ მოსწონს. რაღაცას ამბობენ, მაგრამ მე მაინც არ მესმის“.
#ზუგდიდი #სამეგრელო #იტალიელიმოხალისე #ევროკავშირი #პანდემია #დაზარალებულები #zugdididaily