სეზონური ვირუსის შემთხვევები შემცირებულია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

გრიპი და გრიპისმაგვარი სეზონური ვირუსის ერთეული შემთხვევა ფიქსირდება ქვეყანაში. მათ შორის აჭარაშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დინამიკის მკვეთრ კლებას კოვიდ რეგულაციებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი პირბადეებმა, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებამ და თავყრილობების აკრძალვამ შეუშალა. ერთ-ერთი მთავარი კი რაზეც მედიკოსები საუბრობენ ვაქცინაციაა. წელს აჭარაში 27 000 ზე მეტიგრიპის საწინააღმდეგო4 კომპონენტიანი აცრა გაკეთდა. პროცესი ისევ გრძელდება.