ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
„ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი. გათენებისთანავე გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები“, - აცხადებენსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.