გორში, მარიხუანას შენახვისთვის ერთდროულად 7 პირი დააჯარიმეს

Gori Daily

გორში, ნარკოტიკული საშუალების - გამომშრალი მარიხუანას მცირე რაოდენობით შენახვისთვის ერთდროულად 7 პირი დააჯარიმეს. ​ი.ბ, მ.მ, გ.წ, ლ.ტ, გ.რ, ჯ. და გ.ქ მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე პრიმა მუხლის დამრღვევებად ცნო. ისინი 500 ლარით დაჯარიმდნენ. ერთ-ერთი დაჯარიმებული სასამართლომ განჩინების ჩასაბარებლად ვერ იპოვა, ამიტომ ინფორმაცია დაჯარიმების შესახებ, საჯაროდ გამოქვეყნდა სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილას. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #სამართალი #შიდაქართლი #ახალიამბები #სასამართლო #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა