პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ. სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდა ფოთსა და გორში. დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელში.