საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან აღდგა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეიდან საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აღდგა. სკოლამდელ დაწესებულებებს ფუნქციონირება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გახსნამდე საბავშო ბაღებში განხორციელდადეზინფექციისა და გენერალური დალაგების სამუშაოები. ბაღის სრულ პერსონალს ჩაუტარდება სწრაფი ტესტით შემოწმება, ხოლო 20% PCR ტესტით გაიტესტება.