ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს და ბებიას კორონავირუსი დაუდგინდა

Tbilisi Daily

ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ჩვილის ბებიას. რაც შეეხება მე-4 ახალ შემთხვევას, ინფიცირებული სოფელ გვიმრიანში მცხოვრებია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ ეტაპზე მიმდინარეობას ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა. მათ შორის 17- ლაგოდეხში, 16 კოვიდინფიცირებულია სოფელ მატანში, 7 -ველისციხეში, 2 -სიღნაღში, ხოლო 1- ყვარელში.