სამი ახალი შემთხვევა გორის მუიციპალიტეტში
Gori Daily
ახალი კორონა ვირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში, სამივე მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდის კონტაქტებიდანაა და სამივე მათგანი ოჯახის წევრია. რაც შეეხება, გორის სამხედრო ჰოსპიტალის კონტაქტებს, როგორც ცნობილია გაგზავნილი რვა ნიმუშიდან, რყველაზე უარყოფითი პასუხი ჩამოვიდა.როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა განაცხადა, ჰოსპიტალში აღნიშნულ ქალბატონს პერსონალთან, დამცავი აღჭურვილობის გარეშე არ ქონია კონტაქტი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას ახალი კორონა ვირუსი დაუდგინდა, იგი მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდანაა და ამის გარდა ის შვილის ოჯახში კარალეთშიც იმყოფებოდა. ამჟამად მიმდინარეობის მისი კონტაქტების ღრმა ეპიდკვლევა. მისი მეუღლეც საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ჯერ-ჯერობით სოფლის დაკეტვის გადაწყვეტილება არ მიღებულა.
#გორისმუნიციპალიტეტი
#კორონავირუსი
#goridaily