სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

Tbilisi Daily

დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორები არის უფრო მეტად მომზადებული, რის გამოც თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინავიო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.