ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

Pirveliradio Ge

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას სარალიძის ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ავრცელებს. მან ტელეკომპანია "მთავარ არხთან" საუბარში განაცხადა, რომ დაზარალებულის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, სამოხელეო დანაშაულის კუთხით გააქტიურდეს საქმე. "მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ ამაზე ინფორმაციას. ამავე დროს, ვითხოვთ, მოხდეს შეხვედრა. დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რო ხორავას ქუჩის საქმეს ვერ მივიჩნევთ დასრულებულად, თუ არ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით",-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. http://pirveliradio.ge/?newsid=144849