კორონავირუსი: პოზიტიური დინამიკა

Batumi Daily

განახლება: დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის კლასტერიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქობულეთის კლასტერში სულ ორი პირი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები კი არ არის. ბათუმიდან გაგზავნილი კორონავირუსის ყველა ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა. უკვე მეთერთმეტე დღეა, რაც ბათუმში და ზოგადად აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ შეინიშნება. ბოლო შემთხვევა 30 აპრილს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერიც დახურულად შეიძლება ჩაითვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევები აღარ არის და ყველა სავარაუდო კონტაქტი უკვე მოკვლეულია. ამ დროისთვის, როგორც აჭარაში, ისევე დანარჩენ საქართველოში მეტ-ნაკლებად პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე რამდენიმე დღეა, აღემატება ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობას. საერთო 635 შემთხვევიდან კი 309 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 გარდაიცვალა. აქედან ერთი გარდაიცვალა 11 მაისს, ბათუმში. დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. გაიხსნება მაღაზიები, თუმცა მოლები დაკეტილი იქნება. ასევე, სილამაზის სალონებიც ამ დროისთვის არ იმუშავებს. #კორონავირუსი #განახლება#აჭარა#ბათუმი#batumidailyy