ხმაური და აქცია ბათუმში

Tbilisi Daily

ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან. აქციას ორი დღის წინ, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აჭარის მთავრობასთან პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებბას. წულუკიძე და ანთაძე ორი დღის წინ მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეზო წულუკიძეს თავს დაესხნენ. შემდეგ კი ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. წულუკიძეც და ანთაძეც ერთხელ უკვე არიან მასამართლევები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციფენტის გამო. #news Batumi #აქცია #დაკავებულები #tbilisidaily #dailynews