მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია

Tbilisi Daily

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარია. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.